LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ გვერდწითელი: „საქართველო? და მე რა შუაში ვარ?!.“

21482
tamar gverdtsiteli

„მოსკოვსკი კომსომოლეცისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თამარ გვერდწითელმა საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობის შესახებ მოსაზრება გამოთქვა. მომღერალმა კატეგორიული უარი განაცხადა, კომენტარი გაეკეთებინა პოლიტიკოსების გადაწყვეტილებების შესახებ და ყველას მოუწოდა, შექმნილი სიტუაცია ხელოვნების სფეროსთან არ დააკავშირონ.

კითხვაზე, როგორ აფასებს საქართველო-რუსეთს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებას, გვერდწითელმა განაცხადა, რომ „ის აქ არაფერ შუაშია“. მომღერალმა ასევე უარი თქვა, გაეკეთებინა კომენტარი ზოგიერთი ქართველი მომღერლის გადაწყვეტილებაზე, რომ რუსეთში კონცერტები აღარ გამართონ. ასევე მომღერალმა განაცხადა, რომ პოლიტიკსა და კულტურის ერთმანეთთან დაკავშირება არ არის სწორი.

„კულტურა არასდროს უნდა დაემშვიდობოს ამა თუ იმ ქვეყანას. ის უბრალოდ, აგრძელებს ცხოვრებას“, დასძინა თამარ გვერდწითელმა.

მისი თქმით, ავიაფრენების გაუქმების შესაებ ინფორმაციამ ძალიან გაანაწყენა, რადგან მისი ახლობლები საქართველოში ცხოვრობენ.

„რადგან ასეა, სხვა გზებით ჩავალთ საქართველოში. ეს კონცერტებს არანაირად არ ეხება“, განმარტა მომღერალმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები