რუსეთში მოღავე ქართველი მომღერლის ფეისბუქგვერდი ავრცელებს ინფორმაციას, რომ თამარ გვერდწითელი კრემლში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს.
“6 მარტს კრემლში გამართულ კონცერტზე თამარ გვერდწითელი არ იმღერებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 6 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღისთვის მიძღვნილ კონცერტზე, კრემლის სახელმწიფო სასახლეში კონცერტი გაიმართება, რომელშიც წარმოშობით ქართული წარმოშობის მომღერლებიც მიიღებენ მონაწილეობას. როგორც აფიშიდან იყო ცნობილი, რუსული ესტრადის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ამ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: თამარა გვერდწითელი, სოსო პავლიაშვილი, A’Studio (სოლისტი ქეთა თოფურია).
სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიამ” რუსეთში დაგეგმილ კონცერტში წარმოშობით ქართველი მომღერლის, თამარ გვერდწითელის მონაწილეობა მისი ვარსკვლავის უკრაინის დროშის ფერებით გადაღებვით გააპროტესტა. ორგანიზაციის წევრები არ მალავენ, რომ ვარსკვლავი თბილისში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ მათ გადაღებეს.
გიგა კვენეტაძე: “დაანებეთ თავი ბულინგს ქართველი ცნობილი სახეების, რომლებიც რუსეთში მოღვაწეობენ…”