LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ გაგოშიძე: „არ ვარ იმის მომხრე, რომ ბავშვს ჰქონდეს გაუსაძლისი მასალა სასწავლი“

637
თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე მარი მალაზონიას ესტუმრა და ისაუბრა იმის შესახებ, როდის კარგავენ ბავშვები მოტივაციას:

„მესმის მშობლების, რომ უნდათ მომავალი ცხოვრებისთვის ბავშვის მომზადება. მე არ ვარ ტრენდული მრჩეველი, რადგან ყოველთვის ვარ წინააღმდეგი ბავშვების დატვირთვის. არ ვარ იმის მომხრე, რომ ბავშვს ჰქონდეს გაუსაძლისი მასალა სასწავლი. მესმის მშობლების, რომ თუ ბავშვი არ დაიტვირთა, მთელი დღე იჯდება კომპიუტერთან და იხეტიალებს ქუჩაში, მაგრამ დრო პერსონაა. მე თუ სულ იმაზე ვარ ორიენტირებული, რომ ახლა ეს უნდა გავაკეთო და ახლა ის, დედა რას იტყვის და მამა, სულ სოციუმზე ვარ ჩამოკიდებული, ჩემს თავს არ ვუყურებ, არც სოციუმი მიყურებს, არც არავინ მეკითხება, ამის ნიჭი მაქვს თუ არა, ან მინდა თუ არა… მშობლები ჩივიან, ვერ გავიგეთ, ბავშვს რა უნდა, დემოტივირებულიაო. რას გაიგებ, შენ რაც გინდა, ის უნდა გააკეთოს… დაიკარგა ბავშვი და ამ დროს ამ ასაკშია სწორედ იდენტობის ძიება…“

თამარ გაგოშიძე: „მშობლები თვითონ ვართ მიჯაჭვულნი ეკრანს… მშობლებისა და ბავშვების საძინებლებში გაჯეტები და ტელევიზორები არ უნდა არსებობდეს…“

„გავრცელებული აზრია, რომ კომპიუტერი ავითარებს ბავშვს, შვიდი წლისას ავითარებს, მაგრამ ორი წლისას – არა“- თამარ გაგოშიძე

თამარ გაგოშიძე: „ჩვენ 90-იანი წლებიდან გამოსულები არ ვართ და ამას ემატება ახალი, ასევე სტრესული გამოცდილებები…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები