LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ჟვანია უზბეკეთში „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ დირექტორად დაინიშნა

235
თამარ ჟვანია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჟვანია უზბეკეთში ამერიკული ორგანიზაცია „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) დირექტორად დაინიშნა.

თამარ ჟვანიას ახალი თანამდებობის შესახებ ინფორმაცია IFES-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 13 ოქტომბრითაა დათარიღებული, სადაც ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ცესკო-ს ყოფილ თავმჯდომარეს არჩევნებზე მუშაობის 21-წლიანი გამოცდილება აქვს.

თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობას თითქმის 8 წლის განმავლობაში იკავებდა.

ის 30 ივნისს გადადგა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიებისა და მოქალაქეების ნაწილი, თამარ ჟვანიას გადადგომას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოითხოვდა. ისინი აცხადებდნენ, რომ ჟვანია „ქართული ოცნების“ დაკვეთას ასრულებდა.