გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი თამარ ჟამურაშვილი აცხადებს, რომ SARS-CoV-2-ის ახლი ვარიანტი B.1.1.529 ძალიან სწრაფი გავრცელებით ხასიათდება.
როგორც ჟამურაშვილი აღნიშნავს, ახალი ვარიანტები და მუტაციები ძირითადად ქვეყნებში დაბალი ვაქცინაციით ვითარდება.
“SARS-CoV-2-ის ახლი ვარიანტი სამხრეთ აფრიკაში B.1.1.529
‼ დიდი რაოდენობის და საშიში მუტაციებით!!
‼ სულ რამდენიმე დღის წინ აღმოჩენილი შტამი უკვე ევროპაშია >> ანუ ძალიან სწრაფი გავრცელებით ხასიათდება, მეტი ჯერჯერობით არაფერი ვიცით…
‼ ‼ ‼ მივაქციოთ ყურადღება, ახალი ვარიანტბი და მუტაციები ძირითადად ქვეყნებში დაბალი ვაქცინაციით ვითარდება!!!
საქართველოში ამ დროს მიტინგების და შეკრებების ფონზე აბსურდული დისკუსია ორ მწვანე პასპორტზე…
⁉ ისმის კითხვა, განზრახ დაწყებული გენოციდი თუ მართლაც მძიმე ფორმის გონებაშეზღუდულობა?
‼ ე.წ. „მუდმივი მწვანე პასპორტით“ სამი მიზანი იქნება მიღწეული:
1. მსხვერპლი გაიზრდება!!!
2. ვაქცინაციის პროცესი კიდევ უფრო შენელდება!!!
3. მსოფლიოში მართლაც პირველები ვიქნებით გონებაშეზღუდულთა ქვეყნის სახელით!!!
‼ პანდემია, რომელიც ასეთ პატარა ქვეყანაში დიდი ქვეყნების მაგალითის გათვალისწინებით მართლაც კარგად შეიძლებოდა მართულიყო მინიმალური მსხვერლით, ფაქტიურად ავტოპილოტზეც არ არის.
პანდემიის დასრულების შემდეგ, მე ვიქნები ერთ-ერთი პირველი და დარწმუნებული ვარ ბევრი ექიმი იგივე აზრზეა, ვინც პანდემიის ვითომ მმართველი გუნდის იურიდიული პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს!!
ხალხი იღუპება!!! ოფიციალური დანაშაულია როგორც პანდემიის მმართველმა ინტერვიუს მიცემის გარდა არაფერი/ვერაფერი მოიმოქმედო და დამკვირვებლის როლი მოირგო!
‼ ბევრი ადამიანი შეიძლებოდა გადარჩენილიყო, რომ არა ჩავარდნილი ვაქცინაციის კამპანია, არა ეს მიტინგები და არა ამპარტავნული დამოკიდებულება გაგვეთვალისწინებინა სხვა ქვეყნების მიდგომები!!
მომიტევეთ პირდაპირობა, ორწლიანი ზეზღურბლოვანი გაღიზიანების ბრალია…”-წერს თამარ ჟამურაშვილი.