LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ჟამურაშვილი: „ახალი კვლევის თანახმად, „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინები უსაფრთხოა ორსული და მეძუძური ქალებისთვის“

120
tamarjamurashvili425

უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, თამარ ჟამურაშვილი, ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით წერს ვაქცინაციისა და მათი გვერდითი მოვლენების შესახებ და აღნიშნავს, რომ კოვიდვაქცინებს არა აქვთ ბევრ სხვა მედიკამენტზე მეტი გვერდითი მოვლენა და ისინი უსაფრთხოა ორსულებისთვისაც.

გთავაზობთ თამარ ჟამურაშვილის პოსტს:

„ნელ-ნელა იზრდება ინფორმაცია ვაქცინების შესახებ და მტკიცდება სწორედ ის, რაც მოსალოდნელი იყო!!! COVID-ვაქცინებს არ აქვთ იმაზე მეტი გვერდითი მოვლენები, ვიდრე ბევრ სხვა მედიკამენტს.

‼️ m-RNA ვაქცინების უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

‼️  Pfizer-BioNTech და Moderna-ს ვაქცინების უსაფრთხოება

American journal of Obstetrics and Gynecology -ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, Pfizer-BioNTech და Moderna-ს ვაქცინები უსაფრთხოა ორსული და მეძუძური ქალებისთვის.

‼️ კვლევამ ასევე დაადგინა, რომ ლაქტაციის დროს ხდება ანტისხეულების ჩვილზე გადაცემა.

✅ კვლევის მიზანი:

COVID-19 m-RNA ვაქცინაციის იმუნოგენურობისა და რეაქტოგენულობის შეფასება ორსულ და მეძუძურ ქალებში შემდეგ ჯგუფებთან შედარებით: (1) არაორსულები და (2) SARS-CoV-2-ვირუსით ბუნებრივად ინფიცირებულ ორსულებში.

✅ კვლევის დიზაინი:

ვაქცინის რეციპიენტი რეპროდუქციული ასაკის 131 მონაწილე (84 ორსული, 31 მეძუძური და 16 არაორსული ქალი) დარეგისტრირდა პროსპექტულ კვლევაში ორ აკადემიურ სამედიცინო ცენტრში. SARS-CoV-2 სპაიკი და RBD IgG, IgA და IgM ტიტრები შეფასდა მონაწილეთა შრატში (N131) და რძეში (N=31) საწყის ეტაპზე, ვაქცინის მეორე დოზიის მიღებიდან 2-6 კვირის შემდეგ და მშობიარობის დროს. ჭიპლარის შრატში (N=10) ტიტრები შეფასდა მშობიარობის დროს. ტიტრები შეადარეს იმ ორსულ ქალთა ტიტრებთან, რომელთაც 4-12 კვირის წინ აღენიშნებოდა ბუნებრივი ინფექცია (N=37) ELISA მეთოდით. პოსტვაქცინაციური სიმტომები შეფასდა კითხვარის მეშვეობით. Kruskal-Wallis ტესტები და შერეული ეფექტების მოდელები გამოიყენეს ჯგუფებს შორის განსხვავებების შესაფასებლად.

✅ შედეგები:

‼️ ვაქცინით ინდუცირებული ანტისხეულების ტიტრები იყო ეკვივალენტური ორსულ და მეძუძურ ქალებში არაორსულ ქალებთან შედარებით (საშუალო [IQR] 5.56 [4.68-5.89] ორსულებში, 5.74[4.77-5.98] არაორსულებში, p = 0.24).

ყველა ტიტრი იყო მნიშვნელოვნად მაღალი ორსულობის დროს SARS-CoV-2 ინფექციით (გადატანილი COVID-19) ინდუცირებული ანტისხეულების ტიტრთან შედარებით (p<0.0001). ვაქცინის მიერ წარმოქმნილი ანტისხეულები წარმოდგენილი იყო ჭიპლარის სისხლისა და რძის ნიმუშებში.

‼️ გამანეიტრალებელი ანტისხეულების ტიტრი უფრო დაბალი იყო ჭიპლარის შრატში, დედის შრატთან შედარებით, თუმცა ამ აღმოჩენას სტატისტიკური მნიშვნელობა არ გააჩნია [IQR] 104.7 [61.2-188.2] დედის ნიმუშში, 52.3 [11.7-69.6] ჭიპლარის ნიმუშში, p = 0.05).

‼️ ვაქცინის მეორე დოზამ (ბუსტერულმა დოზამ) გაზარდა SARS-CoV-2-სპეციფიკური IgG, მაგრამ არა IgA დედის სისხლსა და რძეში. ამ ჯგუფებში განსხვავება რეაქტოგენულობას შორის არ აღინიშნა.

‼️ დასკვნა:

COVID-19 mRNA ვაქცინებმა წარმოქმნა ძლიერი ჰუმორული იმუნიტეტი ორსულ და მეძუძურ ქალებში, მსგავსი იმუნოგენურობითა და რეაქტოგენულობით, რომელიც გამოვლინდა არაორსულ ქალებში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები