LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ჟამურაშვილი: „18 წელს ზემოთ ყველა პირისთვის სასურველია დამატებითი, ე.წ. „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაცია ძირითადი იმუნიზაციის დასრულებიდან მინიმუმ 3 თვის შემდგომ…“

239
tamarjamurashvili

ბერლინის შარიტეს კლინიკის ექიმი-პულმონოლოგი, თამარ ჟამურაშვილი ვრცელ რეკომენდაციებს აქვეყნებს კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით. ჩვენი ყურადღება მიიქცია ერთ-ერთმა პასაჟმა მისი სტატუსიდან, სადაც ბუსტერდოზების შესახებ საუბრობს:

„რეკომენდაციები დამატებით აცრაზე (ე.წ. „ბუსტერ“ დოზა).

STIKO-ს რეკომენდაციით, 18 წელს ზემოთ ყველა პირისთვის სასურველია დამატებითი, ე.წ. „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაცია ძირითადი იმუნიზაციის დასრულებიდან მინიმუმ 3 თვის შემდგომ. ამის მიზანია აცრის ფორსირებული კამპანია, ვაქცინაციებს შორის პერიოდის შემოკლება და ამ გზით ინფექციის ტრანსმისიის შემცირება, განსაკუთრებით ომიკრონის გავრცელების პირობებში.

არ აქვს მნიშვნელობა ძირითადი იმუნიზაცია რომელი ტიპის ვაქცინით ჩატარდა, ბუსტერდოზა უნდა გაკეთდეს mRNA ვაქცინით:

30 წელს ქვემოთ პირებისთვის გამოიყენება ექსკლუზიურად Comirnaty:

30 წელს ზემოთ გამოიყენება ორივე mRNA ვაქცინა (Comirnaty და Spikevax).

18 წელს ზემოთ Comirnaty გამოიყენება იმავე დოზით, როგორც ძირითადი იმუნიზაციისას, ხოლო Spikevax – ნახვეარი დოზით (50 μg ).

სასურველია ბუსტერ ვაქცინა იყოს იგივე, რაც ძირითადი ვაქცინა. თუკი ეს შეუძლებელია, გამოიყენება mRNA ვაქცინა.

ვაქცინის რესურსის გათვალისწინებით, ბუსტერ დოზისას პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს შემდეგ კატეგორიებს:

70 წელს ზემოთ მყოფი პირები

მოხუცთა სახლში მცხოვრები ხანდაზმულები და მომვლელები

იმუნოდეფიციტის მქონე პირები

იმ პირებთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები, რომელთაც აქვთ ინფექციის მძიმე მიმდინარეობის მაღალი რისკი.

სამედიცინო დაწესებულებებში მყოფი პირები (მედპერსონალი).

აგრეთვე, ამ დრომდე აუცრელი პირები უნდა აიცრან.

პირებისთვის, რომლებმაც გადაიტანეს კორონავირუსული ინფექცია და მიიღეს ვაქცინის ერთი დოზა, ბუსტერ დოზის გაკეთება შესაძლებელია მინიმუმ 3 თვის შემდეგ.

თუკი ადამიანმა აცრის შემდგომ გადაიტანა SARS-Cov-2 ინფექცია, ვაქცინის რაოდენობის მიუხედავად, საჭიროა გადატანიდან 3 თვეში გაიკეთოს „ბუსტერ“ დოზა.

ბუსტერ დოზა, როგორც წესი, რეკომენდებულია 18 წელს ზემოთ, თუმცა სპეციალური ჩვენებით (სამუშაო გარემო)“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები