LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ჩერგოლეიშვილი: „იმ დროს, როცა ბესო ზანგურს „მოკლე ხელკეტებით აწამებდნენ“ ჩემი დავალებით, რობერტ  სტურუას დასალევად ეპატიჟებოდა…“

44440
tamarazanguri

თამარ ჩერგოლეიშვილი ოჯახურ ძალადობაში დადანაშაულებული მსახიობის, ბესო ზანგურის შესახებ პოსტს აქვეყნებს და იხსენებს მასთან დაპირისპირებას მას შემდეგ, რაც ჩერგოლეიშვილმა 2011 წელს რობერტ სტურუა გააკრიტიკა.

„2011 წელს, როდესაც ბატონი სტურუა ცნობილი ეპითეტით მოვიხსენიე, ბესო ზანგურიც გამოესარჩლა სტურუას – ძალიან ეგზოტიკურად მლანძღა.

ცხადია, 5 წამში გადამავიწყდა – ვინ იყო ზანგური, ისიც კი არ ვიცოდი და არც მეცოდინებოდა, საჯაროდ თავს რომ არ იჭრიდეს ხოლმე.

მეორე დღეს ჟურნალისტები მირეკავენ, ბესო ზანგური გამხელთ, რომ თქვენი დავალებით გაიტაცეს კუს ტბაზე, ემუქრებოდნენ და „მოკლე ხელკეტებით“ (მისი სიტყვებია) აწამეს, თან „უწმაწურად მაკრიტიკებდნენო“ (ესეც მისი სიტყვებია, სასაცილოა და მაგიტომ მახსოვს).

თავიდან ვერც გავიხსენე, ვინ იყო ზანგური.

მერე დავინტერესდი, მის კედელზე შევედი და აღმოვაჩინე, რომ იმ დროს, როცა “მოკლე ხელკეტებით აწამებდნენ” ჩემი დავალებით, რობერტ სტურუას დასალევად ეპატიჟებოდა.

კიდევ უფრო ჩავეძიე და სხვა მტკიცებულებები ვიპოვე, რომ დასახელებულ დროს, კუს ტბის ნაცვლად, ორთაჭალაში მოძრაობდა.

შეეშინდა, რომ მაგინა, არ დამსაჯონო და წინსწრებით დამაბრალა მისი გატაცება და ცემა.  პრესას დაუძახა და ისტერიკაში იყო.

ჰოდა, ეგ ავადმყოფი თავისი საზომით მზომავდა ეტყობა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები