“რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი, რომელიც 20-21 ივნისის აქციის დარბევის დროს დაშავდა, სამსახურს დაუბრუნდა. პირდაპირ ეთერში მან დაბრუნებისთვის მცირე მონოლოგი წაიკითხა და საუბრისას ატირდა.
“იძულებითი პაუზის შემდგე, ასეთ არაორდინალურ ფორმაში მოგესალმებით. თუმცა, სხვანაირად ალბათ, წარმოუდგენელია იმიტომ რომ, ქვეყანაში განვითარებული უმძიმესი პროცესები, გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ეს ერთი, თუნდაც ძალიან ღრმა და რთული ჭრილობა…
თქვენ შეიძლება გამოგვთხაროთ თვალები, დაგვიმტვრიოთ ძვლები, მაგრამ ვერ გაგვტეხავთ,” – განაცხადა ბაღაშვილმა პირდაპირ ეთერში.