LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს – „ვნახოთ, რამდენი ადამიანი დაგვიდგებით გვერდით“

292
Untitled design (6)

2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის დაკავების შემდეგ, თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი პროკურატურასთან აქციებს აანონსებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დააკავეს.

პროკურატურამ ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დააკავა

„ღამე ცუდად მძინავს და მისი სახე დღემდე თვალწინ მიდგას…არ მინდა ეს ტვირთი მარტო მე ვატარო” – რას ჰყვება ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი 

თეონა თამაზაშვილი მოქალაქეებს პროკურატურასთან მისვლისკენ მოუწოდებს:

„ერო და ბერო! ვაანონსებთ პერმანენტულ აქციებს პროკურატურასთან!.

„ვინც არ ეგუება უსამართლობას! 5 საათზე პროკურატურასთან ორთაჭალაში.. ვნახოთ, რამდენი ადამიანი დაგვიდგებით გვერდით ამ უსამართლო და უთანასწორო ბრძოლაში, რადგანაც რაც მეტნი ვიქნებით, მით მეტად დავიცავთ სამართლიანობას ამ ქვეყანაში და მოვსპობთ დაშინების პოლიტიკას.

აქცია 5 საათზე პროკურატურასთან ორთაჭალაში! გააზიარეთ“, – წერს თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, პროკურატურამ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე 25 ივნისს დააკავა.

პროკურატურის განმარტებით, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

„ამ აღიარებით მან ფიზიკურად გადაირჩინა თავი, რადგან ახლა უკვე ვეღარ მოკლავენ“ – თეონა თამაზაშვილი ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელზე

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი: მაქვს მოლოდინი, რომ სერგო შუბითიძეს დააკავებენ

რაც შეეხება თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს, 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, იგი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიების თანახმად, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, საქმე კი დაიხურა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ „შაბათის ფორმულასთან“ თვითმკვლელობის ვერსიის არსებობაში ეჭვი გამოთქვა, პროკურატურამ მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ვრცლად წაიკითხავთ აქ ➡ თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები