„ჩემი შვილი „ქოლ – ცენტრის“ საქმეს შეეწირა – სუს-მა მომიკლა შვილი“, – ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, თამარ ბაჩალიაშვილმა, გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე, თავად უთხრა, რომ საქმე „ქოლ – ცენტრს“ ეხებოდა.
„ღამე ცუდად მძინავს და მისი სახე დღემდე თვალწინ მიდგას...არ მინდა ეს ტვირთი მარტო მე ვატარო” - რას ჰყვება ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი
ყოფილი პროკურორი სერგო შუბითიძე „შაბათის ფორმულასთან” თამარ ბაჩალიაშვილის საქმის აქამდე უცნობ დეტალებზე საუბრობს
ჯუმბერ ბაჩალიაშვილის მისი შვილის საქმის ხელახალ გამოძიებას მკვლელობის მუხლით ითხოვს:
„შეკერილი საქმეა, რა თქმა უნდა, დაწყებიდან გაყალბდა ეს საქმე. ხელახლა გამოძიება მკვლელობაზე უნდა დაიწყოს. რასაც სერგო შუბითიძე იძახის, სიმართლეა. ასეთი ხალხი კიდევ არიან, კიდევ გამოჩნდებიან. ახლა უკვე დაიწყო ეს ტალღა, მოვლენ და მოვლენ.
„ქოლ-ცენტრის“ საქმეს შეეწირა ჩემი შვილი. ლილუაშვილი კურირებდა. ლილუაშვილი ვის დავალებას ასრულებდა, ეს მერე გამოჩნდება. სუს-მა მომიკლა შვილი, ეს ნაღდია.
გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე მითხრა, მე ვიცი, რომ ლილუაშვილი კურირებს ამ საქმესო. მამა, რაღაცას მიზამენო ასე იძახდა. ასე უცებ ვერ დავტოვებ ამ სამსახურსო.“ – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, იგი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
გამოძიების თანახმად, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, საქმე კი დაიხურა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ „შაბათის ფორმულასთან“ თვითმკვლელობის ვერსიის არსებობაში ეჭვი გამოთქვა, პროკურატურამ მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.