LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კახა კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკამ კრახი განიცადა.. თბილისში საცობები ყოველდღიურ პრობლემად იქცა“ – ვასო ურუშაძე

342
Untitled design

„თბილისში გაუვალი საავტომობილო საცობები ყოველდღიურ პრობლემად იქცა – თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კახა კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკამ კრახი განიცადა,“ – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ მარშალ გელოვანის გამზირზე, საცობებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ადგილზე შეკრებილები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის წევრები,” რომლებსაც ხელში ეჭირათ სურათები წარწერით – „საცობებით სავსე ქალაქი,“ „სატრანსპორტო კრახი,“ „არა კალაძის საცობებს.“

როგორც ურუშაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს, თბილისელების ინტერესები დაიცვას და ყველა იმ ინფრასტრუქტურული პროექტის შესრულებას მოითხოვს, რომელიც თბილისელების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად შეცვლის.

„თბილისში ყოველდღიურ პრობლემად იქცა გაუვალი საავტომობილო საცობები და ეს ყველაფერი გამოწვეულია არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკით.

მარშალ გელოვანის გამზირზე უნდა აშენებულიყო ორდონიანი ესტაკადა და დაკიდული ხიდი, რომელიც მნიშვნელოვნად განტვირთავდა აღნიშნულ სატრანსპორტო კვანძს, კონკრეტულად, ვეფხვი და მოყმის მიმდებარე ტერიტორიას, თუმცა როგორც სხვა პროექტები, ესეც შემოიდო თაროზე.

2017 წელს იყო კალაძის წინასაარჩევნო დაპირება, რაც სამჯერ გადავადდა. სამჯერ გადაიდო და ეს არის კახა კალაძის და „ქართულ ოცნების“ კორუფციული ინტერესების შედეგი,“ –  განაცხადა ურუშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები