LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტალინში უფასო ავტობუსები გამოჩნდნენ

27

ტალინში უფასო ავტობუსები გამოჩნდნენ. პორტალ „ERR“-ის ინფორმაციით, სიახლის მიზანი ევროკავშირის ახალი პროექტის პრეზენტაცია და საზოგადოებისთვის უახლესი ტენქოლოგიების გაცნობაა.

ესტონეთის დედაქალაქში დასაწყისისთვის 2 უფასო ავტობუსი ივლის და ისინი ცენტრს გარეუბნებთან დააკავშირებენ. ტრანსპორტში მგზავრებთან ერთად გამცილებლებიც იქნებიან და ისინი ესტონელებსა თუ ქალაქის სტუმრებს ახალ ტექნოლოგიებს გააცნობენ.

პროექტის ღირებულება 100 ათასი ევროა და ის სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები