LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტალინმა ევროპის მწვანე დედაქალაქის ტიტული ოფიციალურად მიიღო

133
Toompea-in-Tallinn.-Photo-by-Kaupo-Kalda-I-scaled

ტალინი 2023 წლის ევროპის მწვანე დედაქალაქი ოფიციალურად გახდა. ეს ტიტული ქალაქს ფრანგული გრენობლისგან გადაეცა. საინტერესო ინფორმაცია Twitter-ზე გავრცელდა.

ტალინმა წყალსაცავების დაბინძურებასთან ბრძოლაში, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და „მწვანე“ ტრანსპორტის განვითარების საკითხში თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა.

1991 წლიდან ქალაქში პარკების ნაწილი გაიზარდა და დღესდღეობით დაცული ტერიტორიები 19,5%-ს შეადგენს.
ესტონეთის დედაქალაქმა პირობა დადო, რომ 2030 წლისთვის მავნე გამონაბოლქვს 40%-მდე შეამცირებს და 2050 წლისთვის კლიმატის მიმართ ნეიტრალური გახდება, რაც იმას ნიშნავს რომ მავნე გამონაბოლქვი ზუსტად იმ რაოდენობით იქნება, რამდენის შთანთქმაც ქალაქს შეუძლია.

ახალი სტატუსის ქვეშ ტალინი რამდენიმე მასშტაბური პროექტის დაწყებას გეგმავს. მათ შორის იქნება კიდევ უფრო მეტი პარკის მოწყობა, ბალტიის ზღვის გასუფთავება და ბევრი სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები