თალიბანსა და ირანელ მესაზღვრეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
მედიის ცნობით, თალიბებმა განაცხადეს, რომ მათი ერთ-ერთი ჯარისკაცი აღნიშნულ დაპირისპირებაში დაიღუპა, რომელიც ავღანეთის ნიმროზის პროვინციასა და ირანის ჰირმანდის რეგიონს შორის სასაზღვრო ზონაში მოხდა.
ამასთან, თითოეულმა ქვეყანამ მომხდარში ერთმანეთი დაადანაშაულა.
“ჩვენ ერთი მოკლული და ერთი დაჭრილი გვყავს”, – განაცხადა ნიმროზის პოლიციის სპიკერმა.
ირანის საინფორმაციო სააგენტო Tasnim-მა განაცხადა, რომ ბრძოლები მას შემდეგ დაიწყო, რაც თალიბანის ძალებმა თავიანთი დროშის აღმართვა სცადეს იმ “რაიონში, რომელიც ავღანეთის ტერიტორია არ არის”.