ავღანეთში თალიბებმა მაღაზიებს მანეკენებისთვის თავების მოკვეთა უბრძანეს. ისინი ფიქრობენ, რომ თავიანი მანეკენი ისლამის წესებს ეწინააღმდეგება და „კერპების“ ფორმა აქვს.
კერპთაყვანისმცემლობა კი უმძიმეს ცოდვად მიიჩნევა. ისლამის მიმდევრებს ერთადერთი ღმერთი – ალაჰი ჰყავთ და თაყვანი მხოლოდ მას უნდა სცენ.
შეგახსენებთ, რომ თალიბებმა ცოტა ხნის წინ ავტომობილში მუსიკის მოსმენაც აკრძალეს. ქალებს კი შორ მანძილზე თანმხლები მამაკაცის გარეშე წასვლის უფლებას არ აძლევენ.