LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თალიბანმა“, 2-წლიანი დაკავების შემდეგ, ამერიკელი ინჟინერი მარკ ფრერიქსი გაათავისუფლა

37
უსათაურო დიზაინი (8)

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მოძრაობა „თალიბანმა“ გაათავისუფლა ამერიკელი ინჟინერი მარკ ფრერიქსი, რომელიც 2020 წლიდან ჰყავდათ მძევლად. გათავისუფლებული ამერიკელი უკვე დოჰაშია და თავს კარგად გრძნობს.

როგორც გამოცემა იუწყება, ამერიკელი ინჟინერი თალიბებთან დაკავშირებული ავღანელის, ბაშირ ნურზაიზე გაცვლის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, პრეზიდენტმა ბაიდენმა ამერიკაში 2005 წელს დაკავებული და ნარკოვაჭრობისთვის გასამართლებული ნურზაი შეიწყალა.

პრესკონფერენციაზე მოძრაობა „თალიბანის“ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამირ ხანმა განაცხადა, რომ მარკ ფრერიქსი ნურზაიზე ქაბულის აეროპორტში გაცვალეს.

როგორც ბაიდენის განცხადებაშია ნათქვამი, ფრერიქსის გათავისუფლება არის აშშ-ისა და სხვა მთავრობების მუშაობის კულმინაცია, თუმცა პრეზიდენტის განცხადებაში არაფერია ნათქვამია ნურზაის გათავისუფლებაზე.

მარკ ფრერიქსი ვეტერანი სამხედრო მეზღვაური და ინჟინერია, ის ავღანეთში ათი წლის განმავლობაში დეველოპერულ პროექტებზე მუშაობდა. ის 2020 წლის თებერვალში გაიტაცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები