სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო კადრები, როგორ ერთობიან “თალიბანის” შეიარაღებული წევრები ქაბულის გასართობ პარკებში სხვადასხვა ატრაქციონებზე.
თალიბანის მეომრები საბავშვო მანქანებზე, ბატუტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სპორტულ დარბაზში – დაწერა Twitter-ზე რამდენიმე ჟურნალისტმა.
შეგახსენებთ, 15 აგვისტოს გასამხედროებულმა მოძრაობამ ქაბული დაიკავა. ხალხი ქალაქის და ასევე ქვეყნის დატოვებას მასიურად ცდილობს. ქვეყანაში “თალიბანმა” შარიათის კანონები გამოაცხადა.