LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თალაკვაძე: „მინდა პარტნიორები დავარწმუნო, რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.. რუსეთმა ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო“

122
არჩილ თალაკვაძე

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას პარლამენტის ვიცე- სპიკერი არჩილ თალაკვაძე ეხმიანება და აცხადებს, რომ ამერიკელ პარტნიორებს შეშფოთების საფუძველი არ აქვთ.

აშშ-ის სახდეპი: შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენით – შესაძლოა, კომპანიები საქართველოს აეროპორტში სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ

როგორც არჩილ თალაკვაძე ამბობს, დღეს საქართველოს პარტნიორებმა მთავარი ძალისხმევა უნდა მიმართონ იმისკენ, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი დაყოვნების გარეშე მიიღოს:

„მინდა დავარწმუნო პარტნიორები, რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. რუსეთს თავის დროზე ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად ჰქონდა მიღებული ჩვენი მოქალაქეების სანქცირებაზე და ახლაც, ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად, ჩვენი მონაწილეობის გარეშე მიიღო.

საქმე ეხება უბრალო მოქალაქეების მიმოსვლას და რასაც რადიკალური ოპოზიცია ჩვენგან ითხოვს, მიუღებელი, წარმოუდგენელი და წინააღმდეგობაშია მოქალაქეების, საზოგადოების ინტერესებთან.

ისინი ითხოვენ, რომ, პრაქტიკულად, ჩვენი მოქალაქეები დავასანქციროთ, რაც წარმოუდგენელია. მინდა ჩვენი პარტნიორები დავარწმუნო, რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.

დღეს მთავარი ყურადღება და ძალისხმევა ჩვენმა პარტნიორებმა უნდა მიმართონ იქით, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი დაყოვნების გარეშე მიიღოს, ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს სამართლიანად ეკუთვნის.

ჩვენ ვნახეთ, რომ ამ გადაწყვეტილების გადავადებამ გამოიწვია რისკების გაზრდა, რომელიც ამ რეგიონში ისედაც მაღალია და არის სერიოზული გამოწვევები რუსეთის მხრიდან იმ სახელმწიფოების მიმართ, ვისი ტერიტორიებიც ოკუპირებული აქვს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ აშშ-ში შეშფოთებული არიან საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენით.

მისი განცხადებით, აღნიშნული მიზეზის გამო, კომპანიები საქართველოს აეროპორტებში, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.

„არცერთი უცხოელი პოლიტიკოსი არ ამბობს, რომ რუსეთთან ავიამიმოსვლით რომელიმე სანქციას ვარღვევთ, მოტივაციაზე ისაუბრონ“ – პაპუაშვილი აშშ-ის სახდეპის განცხადებას პასუხობს 

„სანქციების დაწესება ქართული კომპანიებისთვის კატასტროფა იქნება“ – თეონა აქუბარდია