LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თალაკვაძე მედვედევის განცხადებაზე: საქართველოს არსებობის 5 000-წლიანი ისტორია აქვს და ამ ისტორიას ვერავინ გადაწერს

306
6a50c9cc0f667726695a092dcb0e894b_XL

საქართველოს არსებობის 5 000 – წლიანი ისტორია აქვს და ამ ისტორიას ვერავინ გადაწერს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დიმიტრი მედვედევის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს განცხადება იმის დასტურია, თუ რა რთულ ბეწვის ხიდზე უწევს საქართველოს გავლა.

მედვედევის გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომ საქართველო რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს – სტატუსი 10 წუთში წაიშალა

“ვიმყოფებით რთულ რეგიონში, საფრთხეებით და გამოწვევებით სავსე დროში, როცა ყველა მხრიდან საქართველოს მშვიდობას კონკრეტული საფრთხე ემუქრება, მათ შორის რუსეთი აგრძელებს საქართველოს უკანონო ოკუპაციას და ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან ბრძოლას საერთაშორისო პრინციპების დაცვით, რომ შევძლოთ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და გრძელვადიანი უსაფრთხოების დაცვა. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ნომერ პირველი ამოცანა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„გვერდი გატეხილია“ – თანაშემწე ამბობს, რომ მედვედევს საქართველოზე პოსტი არ დაუწერია

თავდაცვის მინისტრი: „წავიდა მედვედევი, წასულია“

მედვედევმა და მსგავსმა ბრიყვებმა უნდა იცოდნენ: საქართველოში რომ „ვეფხისტყაოსანი“ იწერებოდა, რუსები ტყეში დარბოდნენ პაპუასებივით: მანჯგალაძე

როგორც ჩანს, ეს ტექსტი კრემლში მზად ჰქონდათ წინასწარ, ისევე როგორც პუტინის მიერ შეთხზული უკრაინის ისტორია“ – რას წერს რომან გოცირიძე

ელისაშვილი: „საშიში გეგმები აქვთ.. ომისთვის უნდა ვემზადებოდეთ ყველანი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები