LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თალაკვაძე გაჩეჩილაძის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სამართლიანად მიიჩნევს

105

არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ სასამართლომ რატი გაჩეჩილაძის საქმესთან დაკავშირებით სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

„გუშინ სასამართლომ, ვფიქრობ, რომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს ამ პროცესში მხარეების ინტერესების დაცვას. რაც შეეხება თვითონ ინციდენტს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ამ შემთხვევაში ძალადობის ობიექტი და ძალადობის ჩამდენი პირი“, – განაცხადა თალაკვაძემ.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ცემაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს 5-ათასლარიანი გირაო გუშინ შეეფარდა, გაჩეჩილაძე სასამართლოს დარბაზიდანვე გათავისუფლდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები