თაკო მელიქიშვილი, მომღერალი და რადიოწამყვანი „არ დაიდარდოზე“ მისი დაარსების დღიდან მუშაობს.
დღეს ყველაზე რეიტინგული რადიო, რომელიც პირველ პოზიციას არ თმობს, იუბილარია და მას 19 წელი შეუსრულდა.
როგორი იყო ეს წლები თაკო მელიქიშვილისთვის ამ რადიოს კედლებში და FM სივრცეში, ამას თავად გვიამბობს:
„ვულოცავ ჩემს საყვარელ „არ დაიდარდოს“ დაბადების დღეს და განსაკუთრებით გიორგი მშვენიერაძეს, რადგან ვფიქრობ, რომ ის საუკეთესოა!.. 19 წელია, ამ რადიოში ვმუშაობ. ვულოცავ ყველა ჩვენს მსმენელს, სრულიად საქართველოს, ჩვენს ძვირფას ემიგრანტებს, რადგან ბევრი გვისმენს…
რადიო „არ დაიდარდო“ ძალიან დამეხმარა ჩემი ცხოვრების გზაზე, რადგან უამრავი რთული პერიოდი გამოვიარე. რომ არა „არ დაიდარდო“, რომ არა რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“, რომ არა გიორგი მშვენიერაძე, ჩემი თანამშრომლები, რომლებსაც ოჯახის წევრებს ვუწოდებ, ჩემი ცხოვრება, ალბათ, სხვანაირი იქნებოდა…“
გიორგი მშვენიერაძე: „რადიო „არ დაიდარდო“ ჩემთვის მართლა შვილივითაა, რომელიც დღეს 19 წლის გახდა!..“
ვიდეო: რადიო „არ დაიდარდო“ დაბადების დღეს აღნიშნავს: „მრავალი რეიტინგული წელი ჩვენც და თქვენც…“