თაკო გაჩეჩილაძე წელს „ევროვიზიაზე“ საქართველოს სახელით წარდგება. შიდასაშესარჩევ კონკურსზე მან 25 კონკურსანტს შორის გაიმარჯვა. მისი სიმღერის მელოდია ანრი ჯოხაძეს, მომღერლის დიდი ხნის მეგობარს ეკუთვნის, ხოლო ტექსტი თამარამ თავად შექმნა.
„ევროვიზიისთვის“ მზადება აქტიურ ფაზაშია შესული. სიმღერაზე „Keep The Faith“-ს კლიპს საზოგადოებას მალე წარუდგენენ. მანამდე კი ფოტოსესია შედგა, სადაც თაკო შესანიშნავად გამოიყურება. ფოტოსესია გიორგი ცაავას ეკუთვნის. შეგახსენებთ, რომ ფოტოგრაფი წლებია, საკუთარი პროფესიით მუშაობს ისეთ პროექტებზე, როგორიცაა „ცეკვავენ ვარსკვლავები“, „ერთი ერთში“, „ახალი ხმა“.
ეს ფოტოსესია „ევროვიზიის“ ოფიციალურ საიტზე და ჟურნალებში გამოქვეყნდება.