პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა.
თაკო ჩარკვიანმა ამის მიზეზად დაასახელა ამნისტიის კანონი.
შეგახსენებთ, ჩარკვიანმა დეპუტატის მანდატი „სტრატეგია აღმაშენებელის“ ბლოკით მოიპოვა.
თუმცა მას შემდეგ, რაც პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოაწერა და ბოიკოტის დასრულება გადაწყვიტა, ჩარკვიანმა ბლოკი დატოვა და ბოიკოტს შეუერთდდა.
ჩარკვიანი აცხადებდა, რომ ეს დოკუმენტი მისთვის მიუღებელია.
თაკო ჩარკვიანმა ფეისბუქზე გამოკითხვაც ჩაატარა, იმის გასაგებად, შესულიყო თუ არა პარლამენტში.