Takata -ს არასაიმედო უსაფრთხოების ბალიშების შემდეგ მსოფლიო გახმაურებულმა დიზელის სკანდალმა მოიცვა, ახლა კი კიდევ ერთი დიდი პრობლემა გაჟღერდა. როგორც იაპონიის მთავრობამ გაარკვია, სიდიდით მესამე იაპონური ფოლადის მწარმოებელი გიგანტი Kobe Steel არ შეეესაბამება სიმყარისა და გამძლეობის სტანდარტებს. ეს ეხება როგორც ფერად, ისე ნახშირბადის პროდუქტებს, რომლებსაც გამოიყენებენ თვითმფრინავებში, ავტომობილებში და კოსმოსურ აპარატებშიც კი.
იაპონიის მთავრობა ამბობს, რომ კომპანიის თანამშრომლებმა ალუმინისა და სპილენძის შენადნობების შესახებ მონაცემების ფალსიფიკაცია მოახდინეს. ეს კი იაპონური კომპანიებისთვის ახალი დარტყმაა, რადგან Kobe Steel-ის პროდუქტებს ისეთი კლიენტები იყენებენ, როგორიც არის Toyota, Honda, Nissan, Mazda, Suzuki, Mitsubishi და Subaru. ყველა მათგანმა განაცხადა, რომ უკვე დაიწყეს გამოძიება და ამ მიმართულებით ავტომობილების უსაფრთხოების შემოწმება. აღნიშნული ფოლადი ძირითადად კაპოტისთვის, კარებისთვის და ძარის პერიფერიული დეტალებისთვის გამოიყენება.
Kobe Steel-ის მიერ წარმოებული ფოლადი 2-16 წლის სექტემბრიდან 2017 წლის აგვისტომდე პერიოდში არ შეესაბამება მითითებულ სტანდარტებს. კომპანიის პროდუქტები მსოფლიოს 200 კომპანიას მიეწოდა, თუმცა მათი დასახელებები არ ხმაურდება.