LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Takata-ს უსაფრთხოების ბალიში ისევ აფეთქდა. ამჯერად მსხვერპლი Chrysler იყო

112
chrysler

კონცერნმა Stellantis-მა 2005-დან 2010 წლამდე გამოშვებული Chrysler 300-ის, Dodge Magnum-ის, Charger-ის და Challenger-ის მფლობელები გააფრთხილა და  ავტომობილის გამოყენებისგან მათ თავის შეკავება ურჩია. ასეთი განცხადება კი მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ს საგზაო უსაფრთხოების ნაციონალური მართვის სააგენტომ უსაფრთხოების ბალიშის გამო რიგით მეხუთე ადამიანის გარდაცვალება დაადასტურა. დაღუპული Chrysler 300-ით გადაადგილდებოდა, ავარიაში მოხვდა და სასიკვდილო ჭრილობა აფეთქებული ბალიშის გამო მიიღო.

Stellantis-ის შეზღუდვა 276 ათას ავტომობილს მოიცავს. კონცერნმა ყველს შეახსენა, რომ არასწორად აწყობილი ეარბაგის გამო რისკები ყოველდღიურად იზრდება. ავტომწარმოებლებს ურჩევენ, რომ სასწრაფოდ სერვის ცენტრებს მიმართონ, სადაც დეფექტიან ნაწილს უფასოდ გამოუცვლიან. დილერებმა ყველა მსურველს შემცვლელი ავტომობილიც უნდა შესთავაზონ, მანამ სანამ მათ მანქანას სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები