ტაივანში მომხდარმა სარკინიგზო კატასტროფამ, ქვეყანაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ყველაზე მასშტაბური მსხვერპლი გამოიწვია.
ბოლო მონაცემებით, სამგზავრო მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლამ, სულ მცირე 41 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
Reuters-ის ინფორმაციით, მატარებელი, რომელშიც, სულ მცირე, 500 ადამიანი იმყოფებოდა, გვირაბში სატვირთო მანქანას შეეჯახა და რელსებიდან გადავიდა. სარკინიგზო შემთხვევას ემსხვერპლა მემანქანეც.
ეს არის ტაივანის ყველაზე მასშტაბური კატასტროფა ბოლო 40 წლის განმავლობაში.
დაშავებულია 70-მდე მგზავრი. ისინი მაშველებმა გვირაბიდან, სხვადასხვა ვაგონიდან გამოიყვანეს.
მატარებელი ტაივანის აღმოსავლეთ მხარეში, ტაიპეიდან ტაიტუნგისკენ მიემართებოდა. ტურისტები შაბათ-კვირის ტრადიციული დღესასწაულის აღსანიშნავად მიემგზავრებოდნენ.