LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაივანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

189
ტაივანიმიწისძვრა

ტაივანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 6,1 მაგნიტუდას შეადგენდა. ეპიცენტრი ტაივანის აღმოსავლეთ სანაპირზე მდებარეობდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიის გამო დროებით შეწყვეტილია ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა. სკოლებიდან მოსწავლეების ევაკუაცია დაიწყო.

ამ ეტაპზე მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები