LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაივანში 140 მეტრიანი ხიდი ჩაინგრა (ვიდეო)

391
taivan

ტაივანში 1999 წელს აშენებული, 140 მეტრიანი ხიდი ჩაინგრა.

ინციდენტის დროს ხიდზე ნავთობით დატვირთული სატვირთო ავტომობილი მოძრაობდა, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა. ჩანგრეული კონსტრუქციის ქვეშ რამდენიმე თევზსაჭერი გემი მოჰყვა, რომლებშიც მეთევზეები იმყოფებოდნენ. მთლიანობაში 11 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 5 საავადმყოფოში გადაიყვანეს, 6 კი ნანგრევების ქვეშ რჩება და მათ ამოყვანას ამ დრომდე ცდილობენ.

სამაშველო ოპერაციაში, რომელიც ადგილზე ტარდება, მაშველებთან ერთად სამხედროებიც მონაწილეობენ. ხიდის ჩანგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები