LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაივანი კიევს 8 მილიონი დოლარით დაეხმარება

36
1650655914_626302f31d4d5

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯოზეფ ვუმ განაცხადა, რომ ისინი უკრაინის დედაქალაქში დახმარების სახით 8 მილიონ დოლარს გაგზავნიან. როგორც CNN წერს, ამაზე მან კიევის მერთან, ვიტალი კლიჩკოსთან ისაუბრა.

ეს შემოწირულობა მოიცავს 3 მილიონ დოლარს კიევის მთავრობისთვის და დამატებით 5 მილიონ დოლარს ადგილობრივი საავადმყოფოებისთვის. მედიის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან ტაივანის მხრიდან ეს უკვე მეოთხე დახმარებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები