ტაილანდის ხელისუფლებამ ტურისტებისთვის კორონავირუსის პრევენციის მიზნით შეზღუდვები შემოიღო. დაწყებული 9 იანვრიდან, ქვეყნის საზღვრებში მოსახვედრად საჭირო იქნება აცრის სერტიფიკატის წარდგენა, მისი არ ქონის შემთხვევაში ალტერნატივა იქება – ცნობა კორონავირუსის გადატანის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Bangkok Post ავრცელებს.
გამოცემა აზუსტებს, რომ სავალდებულო იქნება პსრ-ტესტის აღებაც და მის გაკეთებას ტურისტები სამეფოში ჩაფრენის შემდეგ აეროპორტშივე შეძლებენ.
არადა ცოტა ხნით ადრე ტაილანდი ფასების შემცირებასაც კი აანონსებდა, რათა 2023 წლისთვის ტურიზმის სტიმულირებისთვის შეეწყო ხელი.