LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაიფუნი იაპონიაში – დაშავებულია 17 ადამიანი

93

ტაიფუნი, სახელწოდებით “ტალიმი”, იაპონიის სამხრეთ კუნძულებს დაატყდა თავს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 17 ადამიანი, მაშველები ოთხ დაკარგულს ეძებენ.

ძლიერი ქარისა და წვიმის გამო, გადაიდო 800-ზე მეტი რეისი. 3 ათასზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას შესაძლო წყალდიდობის შესახებ აფრთხილებს.

დაზარალებულ რეგონებში ადამიანების შესაძლო ევაკუაციისთვის ემზადებიან. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ტაიფუნი ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებისკენ მიიწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები