LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაგვების ჩხუბის ფოტო, რომელიც მეტროს გადასასვლელშია გადაღებული, პრესტიჟული ფოტოკონკურსის გამარჯვებული გახდა

1337
ტაგვები

ლონდონის მეტროსადგურში, საღამოს გადაღებული ფოტო, სადაც თაგვების ჩხუბია ასახული, ქალაქის ცხოვრების ცუდი კუთხით აჩვენებს. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა ფოტოგრაფი იმედს იტოვებს, რომ ამ განწყობას მოპოვებული ჯილდო შეცვლის.

სამ როულის „სადგურის ჩხუბი“ იმ 48 ათას ნამუშევარს შორის იყო, რომლებიც კონკურსში გააგზავნეს. ყველაზე მეტი ხმა სწორედ ამ ფოტომ მიიღო.

„ბევრმა იცის, რომ თაგვები მეტროში არიან, მაგრამ არ მგონია, ვინმეს ენახა ამ კუთხით აქამდე“ – უთხრა 25 წლის ფოტოგრაფმა “ბიბისის”.

მისი ფოტო ე. წ. „შორთ ლისტში“ მოხვდა, საბოლოოდ კი გამარჯვებულად დასახელდა.

არსებობს კიდევ ოთხი ფოტო, რომლებსაც ყველაზე დიდი რეკომენდაცია გაუწიეს: როგორ უკავია ორ იაგუარს აკანონდა – ის ბრაზილიაშია გადაღებული, ასევე ორანგუტანი, რომელიც რინგზე ბრძოლისთვის ემზადება, რეინჯერი კენიიდან და ჩრდილოეთის ირმების ფოტო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები