რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტთან მისი უფლებადამცველები იმყოფებოდნენ. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი მორალურად მხნედაა და შიმშილობის ნეგატიური ეფექტი მასთან კომუნიკაციისას არ იგრძნობა.
სააკაშვილის კიდევ ერთი ადვოკატის, გიორგი გელხაურის თქმით კი, ექსპრეზიდენტმა თაფლის მიღებაც შეწყვიტა.
„ისევ უარს აცხადებს ექიმების ჩარევაზე, მისი ცუდად გახდომის შემთხვევაში. ის თაფლს იღებდა ჩაისთან ერთად, თუმცა ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ამაზეც უარი განაცხადა, ვინაიდან ეს გახდა სალაპარაკო და განსჯის საგანი,“- განაცხადა ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა.
სააკაშვილის ადოკატის განმარტებით, თაფლიანი წყლის მიღება შიმშილობის ერთ-ერთი ფორმაა