“უდიპლომო” შალვა თადუმაძის პრეტენზია უვადო მოსამართლეობაზე, პოლიციელები, რომლებიც მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დააკავეს, დავით გარეჯის სადავო ტერიტორია და რუსეთთან ფრენების აღგენა – მთავრობა დღეს, ძირითადად ამ საკითხებზე მსჯელობდა.
პრემიერმა დღევანდელ გამოსვლაში დავით გარეჯის გარდა, აქცენტი რუსთავში მომხდარ მკვლელობასა და ამ საქმეზე დაკავებულ პოლიციელებზე გააკეთა გახარია მიიჩნევს, რომ ერთეული შემთხვევები 40 ათას ადამიანს, ვინც ქვეყანას ღირსეულად ემსახურება, ჩრდილს ვერ მიაყენებს.
„ეს არის უაღრესად მძიმე აღსაქმელი, ეს არის მძიმე კომპონენტი, მძიმე შედეგი“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ. [related_news id=”256186″ align=”right”]
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანში მისი ვიზიტის მნიშვნელობასაც. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ეკლესიები გაიხსნება. ამ ყველაფერს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს პირადად გახარიას დამსახურებაა. [related_news id=”256174″ align=”left”]
აზერბაიჯანის თემის გარდა, საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთთან ფრენების აღდგენასაც შეეხო და თქვა, რომ
რაც უფრო სწრაფად აღდგება ფრენები, მით უკეთესი საქართველოსთვის.
“ეს უკეთესია საქართველოსთვისაც, რუსეთისთვის და იმ ურთიერთობებისთვის, რომელიც არსებობს ხალხთა შორის. განვითარება ჰუმანიტარული ურთიერთობების, ტურიზმის განვითარება ეს არის ორმხრივად ხელსაყრელი“, – აცხადებს ზალკალიანი. [related_news id=”233778″ align=”left”]
ბუნებრივია, მედიის ყურადღების მიღმა ვერ დარჩებოდა შალვა თადუმაძე, რომლის უმაღლეს განათლებაზე უკვე ორი დღეა პოლიტიკოსები და მოქალაქეები ხუმრობენ.
შეგახსენებთ, მას უვადო მოსამართლეობა სურს, რის გამოც პარლამენტში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობდა. მთავარი განსახილველი საკითხი თადუმაძის დიპლომი იყო, რომლის მიხედვითაც, მან იმ დროს ჩააბარა უნივერსიტეტში, როცა თავად უნივერსიტეტი ჯერ არ არსებობდა.
თადუმაძის გაჭირვება – შემოდგომის მოსამართლე
ამ თემაზე დღეს თეა წულუკიანმა განცხადება გააკეთა. იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ
რამდენიმე დეპუტატმა ისარგებლა შემთხვევით და შეურაცხყოფის კორიანტელი დააყენა.
“მნიშვნელოვანია, რომ ყველა კანდიდატი და არა მხოლოდ შალვა თადუმაძე, ცდილობს, ამ შეურაცხყოფის კორიანტელს მაქსიმალურად ღირსეული პასუხები გასცეს. დანარჩენს გვაჩვენებს კენჭისყრა.
ვფიქრობ, ეს პრაქტიკული გამოცდილება ბევრ რამეს შესძენს სამომავლოდ პროცესებს“, – განაცხადა წულუკიანმა.
ის თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებულ “უზუსტობას” არ შეხებია.