Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ტაბახმელაში ძაღლმა ეზოში მოთამაშე ბავშვი გიურზას თავდასხმისგან გადაარჩინა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაბახმელაში ძაღლმა ეზოში მოთამაშე ბავშვი გიურზას თავდასხმისგან გადაარჩინა

1188
ცუგუნა-

ტაბახმელაში ეზოში მოთამაშე ბავშვი ძაღლმაგიურზასგან გადაარჩინა. ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი ვახტანგ ლომჯარია სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს.

“წარმოდგენაც კი მაშინებს რა შეიძლება მომხდარიყო ეზოში ბავშვი, რომ ძაღლის გარეშე ყოფილიყო”, – წერს ვახტანგ ლომჯარია.

 მისი თქმით, შემთხვევის შედეგად ძაღლი დაშავდა, თუმცა დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად სიკვდილს გადაურჩა.

“დღევანდელი დღე დატვირთული იყო განცდებით, ემოციებით, გულშემატკივრობით ერთ ჰასკზე.
წარმოიდგინეთ ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს ხუთი წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგენელ ყეფას. ებრძვის ,,რაღაცას” ეს ,,რაღაცა” კი საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი გიურზაა, რომელმაც ჩვენდა გასაოცრად ტაბახმელას გრილ ჰაერზე მოისურვა გასეირნება. სამწუხაროდ გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე. განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ გააქანეს კლინიკაში.
მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემარკივრობდა. და მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ. ვფიქრიბ საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს რა შეიძლება მომხდარიყო ეზოში ბავშვი, რომ ძაღლის გარეშე ყოფილიყო.
სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრიაა აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს”,-წერს ვახტანგ ლომჯარია სოციალურ ქსელში.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=10156988985767084&set=a.10150947865832084&type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები