ევროპის ლიგაზე მეოთხედფინალები დასრულდა და ოთხი საუკეთესო დარჩა. განმეორებით შეხვედრებში ბევრი გოლი გავიდა და დაძაბულობაც იყო. აი შედეგები და მერე საინტერესო სტატისტიკას გადავავლოთ თვალი:
მარსელი – ლაიპციგი 5:2 (0:1)
ზალცბურგი – ლაციო 4:1 (2:4)
ცსკა – არსენალი 2:2 (1:4)
სპორტინგი – ატლეტიკო 1:0 (0:2)
ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა ნიონში დღეს, შუადღეს გაიმართება.
ფრანგული კლუბი ბოლო 18 წლის განმავლობაში პირველად გავიდა ევროპის ლიგის/უეფას თასის ნახევარფინალში ზედიზედ მეორედ.
„მარსელი“ მესამედ გავიდა ევროპის ლიგის/უეფას თასის ნახევარფინალში.
„არსენალი“ ბოლო 18 წლის განმავლობაში პირველად გავიდა ევროპის ლიგის/უეფას თასის ნახევარფინალში.
არსენ ვენგერმა ვერ მოახერხა რუსეთში 5-დან ვერცერთი მატჩის მოგება.
დენი უელბეკს (არსენალი) მესამედ გააქვს სეზონში არანაკლებ 10 გოლისა.
ჩირო იმობილე მეორე იტალიელია როსის შემდეგ, რომელმაც ევროპის ლიგაზე არანაკლებ 8 გოლი გაიტანა.
„ზალცბურგმა“ „ლაციოს“ 3 გოლი გაუტანა 247 წამში. ეს ევროპალიგის რეკორდია.
„მარსელისა“ და „ლაიპციგის“ შეხვედრის მე-9 წუთისთვის სამი გოლი იყო გასული, რაც ტურნირის რეკორდია – ასე სწრაფად სამი გოლი აქამდე არასოდეს გასულა.