LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სწორედ ახლა უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობების ფანჯარა.. თუ არადა აღმოვჩნდებით უბრალოდ შავი ზღვის პირას მდებარე ერთი ჩიხი“ – სოზარ სუბარი ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე

132
სუბარი

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ „თუ ახლა გავუშვით ეს შესაძლებლობები ხელიდან, ცხადია, ეს ფანჯარა დაიხურება და ჩვენ აღმოვჩნდებით უბრალოდ შავი ზღვის პირას მდებარე ერთი ჩიხი, სადაც არანაირი გზა არ გადის“. მისივე განცხადებით, „სწორედ ახლა უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობების ფანჯარა“.

ანა ბუჩუკური: იცით რომელიმე ქვეყანა, რომელსაც სტრატეგიულ მოკავშირედ ერთდროულად აშშ და ჩინეთი ჰყავდეს?!

სოზარ სუბარი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც პასუხობს.

„საოცარი ნამდვილად არ არის ქართული ოპოზიციის ვითომ აღშფოთება, რომლებიც ამბობენ, რომ არ შეიძლება ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება, იმიტომ რომ ეს ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან დადებულ სტრატეგიული პარტნიორობას. ამ დროს, ჩინეთს თვითონ დადებული აქვს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გერმანიასთან, ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, პოლონეთთან, თვით უკრაინასთანაც კი და ევროპის კიდევ ბევრ ქვეყანასთან“, – აღნიშნავს სუბარი.