მთავრობა გეგმავს, რომ სასწავლო პროცესი სექტემბრიდან სკოლებში განაახლოს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“სასკოლო გარემო ახალ სასწავლო წელს უსაფრთხოდ უნდა შეხვდეს. ანუ ჩვენ აგვისტოს თვეში ვიმუშავებთ რომ პედაგოგიური და სხვა პერსონალის ვაქცინაცია იყოს სრული”, – განაცხადა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 460 ახალი შემთხვევა გამოვლიდა, 20 ადამიანი კი გარდაიცვალა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 8 286 ადამიანი აიცრა. ჩატარდა 38 945 ტესტი.
ცნობისთვის, ექსპერტების ნაწილი საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო აცხადებენ, რომ სწავლა ოქტომბრამდე უნდა გადაიდოს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი – გაბუნია