LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სვეტლანა ალექსიევიჩი: „პუტინი ჩვენი შეცდომის შედეგია… ჩვენი ბრალია… შედეგად მივიღეთ ურჩხული!..“

191
svetlana

ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში, „ჩერნობილის ლოცვის“ ავტორი, ბელარუსი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი „ფორმულას“ გადაცემას „მე-17 სართული“ ჩაერთო და რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ისაუბრა.

მან აღნიშნა:

„ყველა ამბობს, პუტინი, პუტინი, მაგრამ საქმე ინდივიდუალურ პირზე კი არ არის, კოლექტიურ პუტინზეა საუბარი. იმპერიული ცნობიერება თითოეულ ადამიანში იყო. როდესაც რუსებს ვუსმენთ, ისინი მხარს უჭერენ ამას. გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩვენ ძალიან მიამიტები ვიყავით, დავრბოდით მიტინგებზე და ვამბობდით, თავისუფლება, ვფიქრობდით, ზეიმმა დაისადგურა, თურმე ძალიან მძიმე სამუშაოს ჩატარება გვიწევდა და ახლაც გვიწევს…

პუტინი – ეს ჩვენი შეცდომის შედეგია, ჩვენი ბრალია, მან უდიდესი თანხა დააბანდა პროპაგანდაში და ამ პროპაგანდამ ჩამოაყალიბა არა ისეთი, როგორსაც ჩვენ ველოდით გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, არამედ შედეგად მივიღეთ ურჩხული…“

გიორგი მაისურაძე: „მეცინება ხოლმე, არ ვიყიდი რუსულ პროდუქტსო, რას არ იყიდი, პურს ჭამ რუსულს, ფქვილი მოდის რუსეთიდან…“

ნიკა მაჩაიძე: „რუსეთი დაიშლება პატარა რესპუბლიკებად, რომლებიც ერთმანეთთან იომებენ… რუსეთი, როგორც ასეთი, აღარ იარსებებს…“