LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სვეტის” დაზარალებულმა მენაშენეებმა შიმშილობა დაიწყეს

94

“სვეტის” დაზარალებულმა მენაშენეებმა კომპანიის ოფისი დაიკავეს. მათ ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს. 1000-ზე მეტი დაზარალებული კომპანიას 300 მილიონ ლარზე მეტ თანხას ედავება. მენაშენეებმა „სვეტის” ოფისში მისვლამდე პროკურატურასთან გამართეს აქცია. მათ დანაშაულის გამოვლენა, დამნაშვეეების დასჯა და კუთვნილი თანხის დაბრუნება მოითხოვეს.

კომპანია “სვეტს” თბილისში ოთხი, ბათუმში კი, ერთი დაუმთავრებელი შენობა აქვს.

თბილისის მერიამ სამშენებლო კომპანია “სვეტს” შეიძლება რამდენიმე ობიექტზე მშენებლობის გაგრძელების უფლება მიეცეს. საუბარია მირცხულავას ქუჩაზე მშენებლობის გაგრძელებაზე, რომელსაც თბილისის მერიის ცნობით, კომპანია მას შემდეგ შეძლებს, რაც ტრანსპორტის ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის დადებს. ამის შესახებ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თემურ ბოლოთაშვილმა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

როგორც ბოლოთაშვილმა თქვა, არქიტექტურის სამსახური ამ პროცესში იმ კუთხით ჩაერთო, რომ დაჩქარდეს პროექტის გადაკეთება, რათა დროულად მიიღოს “სვეტმა” მშენებლობის გაგრძელების ნებართვა.

თბილისის მერიამ მირცხულავას ქუჩაზე კომპანია “სვეტის” კომპლექსის მშენებლობა 20 თებერვალს შეაჩერა. ამის მიზეზი ის იყო, რომ კომპანიას 4 15-სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე ნებართვის დოკუმენტი წესრიგში არ ჰქონდა.

20 ივნისის მთავრობის სხდომაზე, კახა კალაძემ დაუსრულებელი მშენებლობებისპრობლემის მოგვარების შესახებ იმსჯელა და მის მოადგილეს ილია ელოშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით გეგმის შემუშავება დაავალა. ილია ელოშვილმა განაცხადა, რომ შეჩერებული მშენებლობების დასასრულებლად კომპანიებს შესაძლოა ფინანსური შეღავათები დაუწესდეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები