LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სვაროვსკის იმპერიის მემკვიდრეს ქორწილში 900 ათას დოლარად შეფასებული კაბა ეცვა

137

სვაროვსკის იმპერიის მემკვიდრეს ქორწილში 900 ათას დოლარად შეფასებული კაბა ეცვა. „Glamour Magazine“-ის ინფორმაციით, 23 წლის ვიქტორიას რჩეული 40 წლის იტალიელი ბიზნესმენი – ვერნერ მუზი გახდა და გრანდიოზული დღესასწაულიც იტალიაში გაიმართა.

პატარძალს ცნობილი დიზაინერის Michael Cinco-ს  მიერ შექმნილი 8 მეტრის სიგრძის, 46 კილოგრამიანი კაბა ეცვა და ის მთლიანად ძვირფასი ქვებით იყო გაფორმებული. რაც შეეხება ფეხსაცმელს, ვიქტორიამ არჩევანი ჯიმი ჩუზე გააკეთა და ისედაც ძვირფასი ფეხსაცმელი დამატებით სვაროვსკის თვლებითაც გააფორმებინა. სვაროვსკის თვლების ნაკლებობა არც დარბაზში, მაგიდებზე თუ პატარძლის თაიგულშიც არ იგრძნობოდა. აღსანიშნავია, რომ ქორწილს 250 სტუმარი ესწრებოდა და საზეიმო ღონისძიება 3 დღე გაგრძელდა.

https://www.instagram.com/p/BVcn4vphpIm/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები