სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის, ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გრძელდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ილიას 80-მდე მაშველი ეძებს, ასევე სამუშაოებში ჩართულია დრონები და ვერტმფრენები.
ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, 11:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.
გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში 13 წლის მოზარდის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია კი, 19 ივლისს შევიდა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოზარდი ბოლოს სოფელ ლენჯერში ნახეს. ის სახლიდან ველოსიპედით მარტო გავიდა.
„წინა დღეს ვიკამათეთ, იგრძნობოდა, რომ გაქცევისთვის ემზადებოდა” – დაკარგური ბავშვის მამა
როგორც ცნობილია, ილიამ არ იცის ქართული, საუბრობს რუსულად. ცხოვრობდა ყაზახეთში, ქალაქ ალმაატაში და თითქმის ერთი წელია, რაც მამასთან ერთად სვანეთში გადმოვიდა საცხოვრებლად.