LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სვანეთში მეწყერი ჩამოწვა

325

სვანეთში, სოფელ მაზერში მეწყერი ჩამოწვა. როგორც  მესტიის გამგებელმა კახა ჟორჟოლიანმა განაცხადა,  უშბის პლატოს მეორე მხარეს მეწყერი 100 მეტრზე ჩამოწვა და არანაირი საშიშროება არ არის რომ დასახლებულ პუნქტს საფრთხე შეექმნას. ჟორჟოლიანის  ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.

”არანაირი საშიშროება არ არის რომ დასახლებულ პუნქტს საფრთხე შეექმნას. მეწყერი 100 მეტრზე ჩამოწვა, სოფლამდე 2 კილომეტრია. მეწყერი უშბის პლატოს მეორე მხარეს ჩამოწვა“, – განაცხადა კახა ჟორჟოლიანმა. 

სინოპტიკოსების პროგნოზით, მეწყრულ-ღვარცოფული მოვლენების საფრთხე ხვალაც შენარჩუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები