LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუზუკი ყველაზე ხმაურიანი პრემიერისთვის ემზადება

suzuki

ავტომწარმოებელმა ტოკიოს ავტოსალონისთვის ორი პროტოტიპი მოამზადა

კომპანია Suzuki ტოკიოს ავტოსალონზე ორ ახალ მოდელს ჩაიტანს. სიახლეები ყველგანმავალი Jimny-ს ბაზაზე არიან აწყობილი. პირველი მათგანი ძარიანი „პიკაპი“, მეორე კი „ავტომობილი გადარჩენისთვისაა“ და ორივე მათგანი უგზოობისთვისაა განკუთვნილი.

Suzuki Jimny- ის პირველ კონცეპტს Sierra Pickup Style უწოდეს. პიკაპს მოცულობითი საბარგული და ორადგილიანი სალონი აქვს. პროტოტიპმა რადიატორის ახალი ბადე, ბამპერი და დიოდის ფარები მიიღო.

მეორე სიახლეს – Survive უწოდეს და ავტომობილი ცუდი საგზაო პირობებისთვისაა განკუთვნილი. მისი განსაკუთრებული ნიშანი კი ისაა, რომ უკანა სავარძლები არ აქვს და მათ ადგილას სხვადასხვა აღჭურვილობისთვის განკუთვნილი სათავსოებია გაკეთებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები