LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”სუზუკი ვიტარაზე” საზაფხულო აქცია დაიწყო

1839

კომპანია  ”ჯი თი მოტორსმა” ”სუზუკი ვიტარაზე” საზაფხულო აქცია დაიწყო . როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, აქციის ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს 1000-დან – 1200 ევრომდე ფასდაკლება და უამრავი საჩუქარი მიიღოს.

”კერძოდ, მათ ვთავაზობთ ერთწლიან ავტო დაზღვევას, 400 ლიტრ საწვავს, 12 რეცხვის ბარათს და ერთი წლის განმავლობაში 10-თეთრიან ფასდაკლებას 1 ლიტრ საწვავზე. ეს ყველაფერი კი  0%-იანი განვადებით.  გადახდის დაწყება კი შესაძლებელია მხოლოდ მესამე თვიდან”, – განაცხადეს ”ჯი თი მოტორსში”.

მათივე ინფორმაციით, ”სუზუკი ვიტარა”  არის კომპაქტური ქროსოვერი დაფუძნებული მოწინავე ტექნოლოგიებზე და აჭურვილი  უგზოობის შესანიშნავი მახასიათებლებით. ის არის საკმაოდ ეკონომიური, უსაფრთხო, თანამედროვე და კომფორტული.

როგორც კომპანიაში განმარტეს, ავტომობილის ფასები ამჟამად მერყეობს 15970 ევროდან – 18990 ევრომდე, გამომდინარე კომპექტაციებიდან. აქცია მოქმედებს ბათუმის ფილიალშიც, სადაც ასევე წარმოდგენილია ”სუზუკის” ავტომობილები.

ცნობისთვის, კომპანია  ”ჯი თი მოტორსი” 2008 წლიდან ”სუზუკის” ერთადერთი ექსკლუზიური დილერია საქარველოში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები