LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Suzuki-მ და Toyota-მ თანამშრომლობაზე მოილაპარაკეს

36

Suzuki-მ და Toyota-მ სამომავლო გეგმების შესახებ განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმადაც ცნობილი ბრენდები ავტომობილების დაცვის სისტემებზე, IT-ისა და მწვანე ტექნოლოგიების საკითხებზე იმუშავებენ. ავტომწარმოებლების განცხადებით, მათი კოლაბორაცია არ იქნება ჩაკეტილი და ისინი ეპატიჟებიან ყველას, ვისაც მსგავს პროექტებზე მუშაობა სურს.

კომპანიების მიერ სხვა დამატებითი ინფორმაცია ამ გაერთიანებაზე არ გავრცელებულა. მხოლოდ Suzuki-ს მხარემ განმარტა, რომ პროექტი იქნება საკმაოდ მასშტაბური და გამომდინარე ორივე ბრენდის ინტერესებიდან.

რაც შეეხება ორივე კომპანიის სხვა ავტომწარმოებლებთან თანამშრომლობას:

Toyota უკვე მუშაობს BMW-სთან საერთო სპორტქარის შექმნაზე, ხოლო Suzuki-ს არასახარბიელო მცდელობა ჰქონდა Volkswagen-თან თანამშრომლობის, რის გამოც, იაპონურ ბრენდს მოუხდა გერმანელებისთვის საკუთარი აქციების 4 მლრდ. დოლარად მიყიდვა.

აღსანიშნავია, რომ Toyota-სთან გაერთიანება, მეტწილად Suzuki-ს ინტერესებში უფრო იყო, ვიდრე თავად Toyota-ს.