LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუს-თან „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ წევრებმა პერფორმანსი მოაწყვეს და „შკოდა ოქტავიას“ მანქანა დააზიანეს

57
შკოდა 2

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ წევრებმა პროტესტის ნიშნად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მანქანა დააზიანეს, რის გამოც, პოლიციამ ოპოზიციური მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დიდუბესა და საბურთალოში, ნიკა მოსიაშვილი და ბორის ყურუა დააკავა.

პარტიის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, „ქვეყანა სუს-ის შენობიდან იმართება და „მორდორი“ უნდა დაინგრეს“.

„აქედან იმართება ეს ქვეყანა, ყველაფერი. ახლაც 2 ოქტომბრის არჩევნებსაც აქედან ჩაატარებენ. ეს ხალხი არის, ვინც მართავს ამ ქვეყანას. ისინი შემომძვრალნი არიან ყველგან, თქვენს ცხოვრებაში და აკონტროლებენ ყველაფერს. ყველაფერი იციან თქვენზე, რას ჭამთ, რას სვამთ, რა გიხარიათ რა არ გიხარიათ, რით შეიძლება თქვენი გამოჭერა, დაშანტაჟება – ამით მართავენ ქვეყანას.

ამათი სიმბოლო ხომ იცით რა არის? „შკოდა ოქტავიები“, რომლითაც დადიან. ეს მორდორი უნდა დაინგრეს და დაიწლეს, როგორც ამათი სიმბოლო შკოდა ოქტავიები დაილეწება ახლა. „პერფორმანსია… ჩემი მანქანაა“, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები