LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუს-თან აქციაზე დაკავებული 6 პირი გაათავისუფლეს

201
-sustan

სუს-თან გამართული საპროტესტო აქციისას დაკავებული “გაბედეს” 6 აქტივისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

რას წერს ფეისბუქში შალვა ნათელაშვილი შვილის დაკავებაზე

"მალე როლები შეიცვლება და დამჭერნი დასაჭერნი გახდებიან"

ახალგაზრდულმა მოძრაობამ „გაბედე“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან საპროტესტო აქცია გამართა. აქციაზე  აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოხდა. აქციაზე დაკავებულებს შორის ერთ-ერთი შალვა ნათელაშვილის შვილია.

ცნობისთვის, სუს-თან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები