LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუს-ში ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და გიგი წერეთელი დაიბარეს

81

ფარული ჩანაწერის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე აკაკი მინაშვილისა და ნუგზარ წიკლაურის შემდეგ ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და გიგი წერეთელი დაიბარეს.

ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს.

„მე ვთხოვ სუს-ს, უფრო ნათელი ჩანაწერი რომ აქვს, ის გამოაქვეყნოს, რომ იდენტიფიცირება მოხდეს, ნამდვილად მე ვარ თუ არა, წინააღმდეგ შემთხვევაში მე ისიც არ მესმის, ხმის ნიმუში როგორ უნდა აიღონ – ეს ხუმრობით თუ ვისაუბრებთ, სერიოზულად კი, არ ვაპირებ ვიარო სუს-ის დერეფნებში, იმ უწყებაში, რომელიც ბოლომდე სახელგატეხილია, მაგრამ თუ კითხვები აქვთ, აქ მობრძანდნენ და შემიძლია მათ კითხვებს პასუხი გავცე.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები